1. Home
  2. TOP სიახლე
  3. BBC კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს
BBC კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს

BBC კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს

145
0

BBC-მ კეზერაშვილის ლონდონის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს მიაკვლია. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-მ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა.

ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, ჯგუფ „მილტონის“ კომპანიებთან კავშირების მოკვლევის დროს 5 პირ იკვეთება. მათგან ოთხის სახელსა და გვარს კი ერთ ფიგურანტთან – თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან მივყავართ.

აუდიოსიუჟეტში ნათქვამია, რომ BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს მილტონის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ მილტონ ჯგუფის კომპანიები იყვნენ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების სახელით ცნობილია თაღლითური სქემა, რის მიხედვითაც გარკვეული პირები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, უფრო ზუსტად კი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.