1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა
ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

805
0

World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.

კუნძულ მალიორკაზე, ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ოსკარის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ, მთავრობის დელეგაციის წევრებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ  ბათუმმა ე.წ. „ტურიზმის ოსკარი“ პირველად 2019 წელს მოიპოვა და World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა.