“ბატონო პრეზიდენტო, ბატონო ტრამპ, დაბრუნდით, მოგვიტანეთ კვლავ მშვიდობა”- ვიქტორ ორბანი
351
0
უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ იყოს, უკრაინაში ომი არ იქნებოდა.
„პრეზიდენტი ტრამპი რომ იყოს პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, არც ევროპაში, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო ტრამპ, დაბრუნდით, მოგვიტანეთ კვლავ მშვიდობა“, – განაცხადა ორბანმა.