1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბაშარ ალ ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ – რუსული მედია
ბაშარ ალ ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ – რუსული მედია

ბაშარ ალ ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ – რუსული მედია

271
0

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

„ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა“, – ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. გუშინ ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება მოუწია.