1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

429
0

საგარეო საქმეთა სამინისტროში ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან. 

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე  საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 24 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო პროცესი. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.