ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში საპროტესტო აქციებს ახშობდა, ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ
581
0
ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, – ამის შესახებ ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.
„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, – აცხადებენ საგარეო უწყების ხელმძღვანელები.