“ავერსში”სიახლეა: თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ
241
0
“ავერსის” სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის.
„ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ასეთი სერვისი შესთავაზა.
ბოლო ხანს კი „ავერსმა“ კიდევ ერთი სიახლე დანერგა: თავის მოვლას, სამკურნალო კოსმეტიკასა და საბავშვო პროდუქციასთან ერთად თვითმომსახურების აპარატით უკვე შესაძლებელია ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა სწრაფად, მარტივად და ურიგოდ!
გამოყენების სამი მარტივი საფეხური:
- ასკანერებთ შერჩეულ პროდუქტს, ეცნობით ანოტაციას და ეკრანზე ხედავთ სრულ ინფორმაციას გადასახდელი თანხის, ფასდაკლებისა და საბოლოო ღირებულების შესახებ.
- ასკანერებთ მტრედი ბარათს ან უთითებთ თქვენს პირად ნომერს. ამის შემდეგ სარგებლობთ ფასდაკლებით.
- ბოლოს ირჩევთ გადახდის სასურველ წყაროს.
„ავერსი“ მარტივი გზით აღწევს საუკეთესო შედეგებს.
მედიკამენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს: aversi.shop/7zWX
იმ აფთიაქების სანახავად, სადაც დგას თვითმომსახურების აპარატი, ეწვიეთ ბმულს: aversi.shop/LzG6