1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს – Reuters
აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს – Reuters

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს – Reuters

560
0

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს – ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.

სავარაუდოდ, საუბარია ამერიკულ ტანკ „აბრამსის“ საბრძოლო მასალაზე, რომელსაც კიევი სექტემბერში მიიღებს.

როგორც „როოტერი“ იუწყება, თეთრი სახლის მიერ მომზადებული ახალი მხარდაჭერის პაკეტის ღირებულება, რომელშიც გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალაც შედგის, 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება.

მანამდე უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა დიდმა ბრიტანეთმა გადასცა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ ნაბიჯს „ბირთვული ესკალაცია“ უწოდა. თავის მხრივ, ლონდონში კრემლის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება.