1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

235
0

ამერიკაში წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გადაუღებელმა წვიმებმა კენტუკის შტატში წყლის დონის მატება გამოიწვია,  რამაც დასახლებული პუნქტები დატბორა.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

 საგანგებო სამსახურებში სიტუაციას კატასტროფულს უწოდებენ.

 

შტატის გუბერნატორის, ენდი ბეშერის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.