ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს – გია ვოლსკი
ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს – პოლიტიკური კრიზისი ის მდგომარეობაა, როცა მთავრობა ვერ მტკიცდება, ბიუჯეტს ვერ იღებენ ან მთავრობას უნდობლობას უცხადებენ! ფაქტია, რომ ჩვენს მიმართ არაორაზროვნად ორმაგი სტანდარტი გამოიყენება! – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკიმ აქვე დასძინა, რომ „არჩევნები სულ მალე იქნება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წელიც არ დარჩა“.
„რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს პასუხი თავად საზოგადოების დიდმა ნაწილმა გასცა. მათი იგნორირება არის არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე ზეწოლა და მისი შეურაცხყოფა, არამედ – მთელს საზოგადოებაზე. არავის, მათ შორის არც ოპოზიციურ ამომრჩეველს არ უნდა უხაროდეს ის, რომ საქართველოზე ასეთი უსამართლო ზეწოლა ხორციელდება.
რეალობა არის ის, რომ საქართველოს 1 მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. როგორ შეიძლება “ხალხი“ იმ ადამიანებს ეძახო, ვინც საპირისპირო პოზიციაზე დგას და ხალხი არ იყოს მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც არ მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ფაქტია, რომ ჩვენს მიმართ არაორაზროვნად ორმაგი სტანდარტი გამოიყენება“, – განაცხადა ვოლსკიმ.