1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს ესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს ესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს ესწრება

141
0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ნიუ ჯერსის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტადიონზე“ იმყოფებიან, სადაც ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.

ტრამპი ნიუ ჯერსის ქალაქ ტეტერბოროში ჩაფრინდა და ისტ რუზერფორდისკენ ავტოკოლონით გაემართა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“ ეთამაშება. წელს ფიფა-მ ტურნირი განსხავავებული ფორმატით ჩაატარა, მასში მონაწილეობას სხვადასხვა კონტინენტის 32 საფეხბურთო კლუბი იღებდა.

ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.