
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის ვიზები, რომელიც 12 ივნისამდე იყო ძალაში, 30 სექტემბრამდე ავტომატურად გაგრძელდება -საქართველოს საელჩო
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.
მომსახურება ავტომატურია და ვიზები გაგრძელდება 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
„მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის – PIBA-ს – მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გაწვდით შემდეგ ინფორმაციას:
უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.
მომსახურება ავტომატურია, 30.09.25-მდე.
გაგრძელდება შემდეგი სახის ვიზები:
სამუშაო ვიზა, ტიპი B/1, ზოგადი;
ტურისტული ვიზა, ტიპი B/2;
მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4;
დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1;
სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა);
სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3;
თანმხლები ვიზა, ტიპი A/4;
დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5;
ვიზა DCO ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.