1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კომპანია “არემჯის” ჯილდოები ორ ნომინაციაში – რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა
კომპანია “არემჯის” ჯილდოები ორ ნომინაციაში – რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა

კომპანია “არემჯის” ჯილდოები ორ ნომინაციაში – რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა

241
0

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული წლის საუკეთესო კომპანიები დასახელდა.

საზეიმო ცერემონიალზე, კომპანია „არემჯის“ ჯილდოები ორ ნომინაციაში, – რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა.

კომპანიას ასევე გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გადაეცა. ჟურნალისტების რჩეული “მისტერ შარმი” და მედიის რჩეული ბიზნესიც “არემჯი” – ალექსანდრე დევიძე გახდა.

“არემჯი“ საქართველოში უკვე მეათე წელია, რაც ოპერირებს. ჩვენ ვართ ქართული სამთო საქმის ლიდერი, რომელიც დღეს უკვე 3700-მდე ადამიანს და კომპანიასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს. 2020 წლიდან დღემდე, ორი რთული, პანდემიური წლის მიუხედავად, კომპანიაში 740 ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რაც რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. დასაქმების ხელშეწყობასთან ერთად, გარემოს დაცვა ჩვენი კომპანიისთვის ერთდროულად მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია. სამთო საქმიანობისას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად და საუკეთესო ბალანსის უზრუნველსაყოფად, „არემჯი“2018 წლიდან გარემოსდაცვით პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრული 100-მდე გარემოსდაცვითი პროექტი თუ შემარბილებელი ღონისძიება უკვე შესრულებულია”, – განაცხადა „არემჯის“ დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ.

ცნობისათვის, ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ტარდება, 26 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.