1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არც ერთი ნაცი არცერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი” – ირაკლი კობახიძე
“არც ერთი ნაცი არცერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი” – ირაკლი კობახიძე

“არც ერთი ნაცი არცერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი” – ირაკლი კობახიძე

268
0

არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ პრინციპს ადრე კომპრომისებით ეკიდებოდნენ, მაგალითად, როცა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად აირჩიეს.

„როცა საუბარია 3-2-ზე, 4-1-ზე და ა.შ., ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება, ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად და ა.შ. აღარ გავყვები. ჩვენი პრინციპი მარტივია – არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რა ვითარებაში მოხდა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის არჩევა. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანიაში ჩართული და არაკომპეტენტური კანდიდატები იყვნენ მისაღები.

„კანდიდატები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უნდა აირჩნენ. ეს არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და თითქმის ერთი წელი ჩვენ გთავაზობდით კონსულტაციებს სწორედ ამ კრიტერიუმების გარშემო. ამის სანაცვლოდ ვიღებდით მიდგომას, რომ არჩეული უნდა იყვნენ ის კანდიდატები, რომლებიც ვიღაცისთვისაა მისაღები.

კონსულტაციები უნდა გამართულიყო კომპეტენციის, კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის საკითხის გარშემო, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ ასეთ კონსულტაციებში მონაწილეობა. კარგია, რომ გაიხსენეთ სახალხო დამცველის არჩევა. კიდევ ერთხელ აქაც შეგახსენებთ, რა მოხდა, არავითარი კონსულტაციები კრიტერიუმების გარშემო. თქვენ დააყენეთ ულტიმატუმი. თავიდან სამი კანდიდატი, შემდეგ ორი კანდიდატი. არსებითად, სამ კანდიდატთან დაკავშირებით ითხოვდით მაინც და მაინც ამ სამი კანდიდატის მხარდაჭერას. შეგახსენებთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, გვარების დასახელების გარეშე – აქედან, ამ სამიდან, სულ მცირე, ორი პირდაპირ იყო ჩართული ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანიაში უმძიმესი ფორმებით, ერთ-ერთი კანდიდატი საერთოდ იმდენად არაკომპეტენტური იყო, რომ ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მოსვლა. თქვენი განცხადებით, ესენი იყვნენ საუკეთესო კანდიდატები. მიუთითებთ იმ კომისიაზე, რომელიც როგორ დაკომპლექტდა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ანუ ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანიაში ჩართული კანდიდატები და არაკომპეტენტური კანდიდატი იყვნენ თქვენთვის მისაღები, ეს არის თქვენი მიდგომა, დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ მინდა, გკითხოთ, რა დაუწუნეთ ლევან იოსელიანს? კომპეტენცია, კეთილსინდისიერება თუ რა დაუწუნეთ? ბუნებრივია, არაფერი დაგიწუნებიათ, გარდა ერთია, ის არ იყო მართული თქვენი მხრიდან. ეს იყო ერთადერთი, რაც დაუწუნეთ სახალხო დამცველს, რომელიც იმის შემდეგაც გახდა დაწუნების ობიექტი. გამოიყვანეთ თქვენი მხარდამჭერი „ენჯეოები“ და პირდაპირ უარყოფითად შეაფასებინეთ მათ მისი არჩევა სახალხო დამცველის თანამდებობაზე. ეს არის თქვენი მიდგომა, თქვენი დამოკიდებულება, როცა ხინჯი არ აქვს კანდიდატს, მაშინაც არ უჭერთ მას მხარს. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანდიდატი უნდა იყოს მაინც და მაინც თქვენთან მიკუთვნებული. ეს არის თქვენი ერთადერთი მიდგომა.

რაც შეეხება ბულინგს, ამაზე უკვე ითქვა. მართლა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ ხმები გამოდიოდა კონკრეტული ოთახებიდან, არ იყო მაინც და მაინც სასიამოვნო ხმები, რომლებიც იქიდან გამოდიოდა. ამაზე თქვენ მიერ მართული ტელევიზიები საუბრობდნენ, სხვას რომ თავი დავანებოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.