1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული-ლატვიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი
არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული-ლატვიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი

არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული-ლატვიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი

231
0

არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს. საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, – ამის შესახებ ნათქვამია ლატვიურ საინფორმაციო სააგენტოსთან ლატვიაში საქართველოს ელჩის, ირაკლი ყურაშვილის სტატიაში, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა.

როგორც ირაკლი ყურაშვილი აღნიშნავს, საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი და აგრძელებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებას.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემმა ქვეყანამ, საქართველომ, საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო და გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, როგორია ჩვენი პოზიცია და სად ვდგავართ, როგორც ქვეყანა. 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე არ დააყენოს მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ევროკავშირთან, რადგან ევროკავშირმა შემდეგი გაფართოების მიზნობრივ თარიღად 2030 წელი გამოაცხადა. ეს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასასრულებლად ორ წელს აძლევს, იმის გათვალისწინებით, რომ 2028 წლისთვის საქართველო დააკმაყოფილებს გაწევრიანების კრიტერიუმების უმრავლესობას, როგორც ეს ასახულია როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში. ამავე განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროინტეგრაცია და დღეიდან 2028 წლამდე გვექნება გონივრული დრო ადეკვატურად მომზადებისთვის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის. არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, იგი აგრძელებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებას. ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგითა და DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული. მეტი სიცხადისთვის, სწორედ ამ ვალდებულებების შესრულება უხსნის საქართველოს გზას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის, საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატთა შორის. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია: „კონსტიტუციური ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ ყველა ზომას, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში“. არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს. საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა: „ბუნებრივია, ევროინტეგრაცია რჩება ჩვენს უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, თუმცა, ჩვენ ამას ღირსეულად და სამართლიანად მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ყურაშვილმა.