1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ ვთამაშობ, ვიბრძვი, გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის, რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობისა და სიღარიბისგან”-სააკაშვილი
“არ ვთამაშობ, ვიბრძვი, გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის, რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობისა და სიღარიბისგან”-სააკაშვილი

“არ ვთამაშობ, ვიბრძვი, გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის, რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობისა და სიღარიბისგან”-სააკაშვილი

211
0

მე თამაშებს არ ვთამაშობ, მე ვიბრძვი და გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის, რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობისა და სიღარიბისგან,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის, ვისაც სურს არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იბრძოლოს, პარტიის კარი ღიაა, მათ შორის, პარტიული ბორდის დონეზე.

„მე ჩამოვედი საქართველოში, გავრისკე სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება, იმიტომ, რომ გამეთავისუფლებინა საქართველო კლანებისაგან, სიღარიბისგან მასობრივი ემიგრაციისა და უპერსპექტივობისგან. მე ყველაფერი მქონდა, კომფორტული, დაცული ცხოვრება, თანამდებობა, პატივისცემა, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს შორიდან წყნარად მეყურებინა ჩემი ქვეყნის განადგურებისათვის.

2024 წელს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს – არის სრულფასოვანი, ერთიანი ერი, რომელიც საკუთარ მიწაზე ცხოვრობს ღირსეულად, შრომობს ღირსეულად და აქვს მომავლის იმედი, თუ ირჩევს გაუცხოების, სიღარიბის, უპერსპექტივობისა და საკუთარი ქვეყნიდან ემიგრაციის გზას.

ქართველი ხალხი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს !

2024 წელს, ცვლილებებისთვის ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაზე მეტს, იბრძოლებს ყველაზე უფრო მძაფრად, მოიპოვებს ყველაზე მეტი ადამიანის მხარდაჭერას და შეასრულებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის ევროპეიზაციაში – რაც ნიშნავს ღირსეულ დასაქმებას, მაღალ შემოსავლებს, საუკეთესო განათლებას, უზრუნველ სიბერეს, მომავლის პერსპექტივას – აქ, საქართველოს მიწაზე.

თუ ვინმეს სურს ჩემთან ერთად, ანუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, იმუშაოს – ჩვენი კარი ღიაა, მათ შორის, პარტიული ბორდის დონეზე.

მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, წავა არჩევნებზე, შემოხაზავს 5 ნომერს და ამით გარანტირებულად ხმას მიცემს ცვლილებებს.

მე თამაშებს არ ვთამაშობ, მე ვიბრძვი და გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის, რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობისა და სიღარიბისგან.

არავის კრიტიკას ვაპირებ, მითუმეტეს რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს. ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ. ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა, შექმნილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა. საჭიროა გაანალიზონ, თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მითუმეტეს ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის“,- განაცხადა სააკაშვილმა.