1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არ შემიძლია არ მოგილოცოთ თბილისის ახალი სტატუსი – “ევროპის სპორტის ქალაქი 2025”-კახა კალაძე
არ შემიძლია არ მოგილოცოთ თბილისის ახალი სტატუსი – “ევროპის სპორტის ქალაქი 2025”-კახა კალაძე

არ შემიძლია არ მოგილოცოთ თბილისის ახალი სტატუსი – “ევროპის სპორტის ქალაქი 2025”-კახა კალაძე

128
0

მინდა ამ დღეს სასიხარულო და დასამახსოვრებელი ამბებიც გვქონდეს და არ შემიძლია არ მოგილოცოთ თბილისის ახალი სტატუსი – „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთ განაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მინდა ამ დღეს სასიხარულო და დასამახსოვრებელი ამბებიც გვქონდეს და არ შემიძლია არ მოგილოცოთ თბილისის ახალი სტატუსი – „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთ განაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-ს (ეისიზ იუროფის) გადაწყვეტილება, კანდიდატის პრეზენტაციის შემდეგ, უყოყმანოდ დაესახელებინა თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად.

მინდა, მადლობა გადავუხადო ასოციაციას და ვთქვა, რომ ეს არის არა მარტო საპასუხისმგებლო სტატუსი ჩვენთვის, არამედ გაცხადებული მხარდაჭერაც და ახალი შესაძლებლობა, თბილისის, როგორც სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი ქალაქის პოპულარიზაციისთვის.

კიდევ ერთი, რაც მახარებს, არის ის, რომ ამ სტატუსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი და ჩემი გუნდის გაწეული ძალისხმევა თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერისთვის.

ამ გაწეული შრომის შედეგია ის, რომ თბილისმა ასოციაციის კომისიის მიერ წარმოდგენილი თორმეტივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ თუ ვინმეს აქამდე ეჭვი ეპარებოდა, მათთვისაც კი თვალსაჩინო გახდა, სპორტის მიმართულებით განხორციელებული სწორი პოლიტიკის შედეგები.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული სტატუსის მიღებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.