1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ მივიჩნევთ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხია”-თეთრი სახლი
“არ მივიჩნევთ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხია”-თეთრი სახლი

“არ მივიჩნევთ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხია”-თეთრი სახლი

174
0

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ მოწოდებებს.

“ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხია. ამ დროისთვის ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას”, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

ჯონ კირბის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად უნდა განიხილებოდეს ღაზაში დახმარების მისაღებად ჰუმანიტარული პაუზების დაწესება.