1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ გამოვა ქალბატონ თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა”- დავით ქართველიშვილი
“არ გამოვა ქალბატონ თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა”- დავით ქართველიშვილი

“არ გამოვა ქალბატონ თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა”- დავით ქართველიშვილი

1.58K
0

„ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა და აი, ისიც – ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის ეპისტოლე. თანამიმდევრობით დავიწყებ მის გარჩევას”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი   თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს

“არ გამოვა ქალბატონ თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა. თქვენ ისევ ის ხართ, ვინც იყავით – იმ ბელადის, იმ ფარაონის კარზე, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ვიპ-ფროილინა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ამუშავებდით საკუთარ თავზე სახელმწიფო დაცვის რესურსებს მაშინ, როდესაც ეს რესურსი თქვენ არ გეკუთვნოდათ – სახელმწიფოს დასაცავი მხოლოდ თქვენი მეუღლე იყო, მაგრამ კარგად მახსოვს თქვენი ისტერიული მოთხოვნები: „ამა და ამ ნომრის მანქანიდან უზრდელურად შემომხედეს… ამა და ამ სტომატოლოგთან რიგში სხვანაირად შემომხედეს“ – და მიდიოდა ოპერატიული დადგენები და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების ეკზეკუცია, მისი შედეგების თქვენამდე დაყვანის აუცილებელი მოთხოვნით;

მგლის თავზე სახარების წაკითხვის ტოლფასი იყო 2013 წელს კომისიური წესით თქვენივე შექმნილი ფარული კინოდოკუმენტალისტიკის განადგურების პროცედურა იმ მიამიტი იმედით, რომ ახლა მაინც გაჩერდებოდით. „ნურას უკაცრავად“ – 2016 წელს იმავე პროცესებით იყავით დაკავებული ერთმანეთის მიმართ – ფარული ჩანაწერების საჯარო გამომზეურებით.

გიგაზე, თქვენს მეუღლეზე, მისი „ჰეროიზაციის“ მიზნით ნათქვამმა ფრაზამ „ამატირა“ მელიას ჩანაწერის გამოქვეყნებაზე – „გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა – პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო“. მისი ასეთი პრინციპული „კატეგორიულობა“ შემახსენეთ დათა ახალაიას კაბინეტში, როდესაც „ციხის ბუნტის“ სისხლიანი ფარსის ერთ-ერთი სცენარის ავტორი ისიც იყო. ამიტომ გიგას „მორალური მარწუხებიდან“ გათავისუფლებაზე როდესაც წერთ – ეს ტერმინი ბრჭყალებში მაინც აიყვანეთ;

და ბოლოს, თქვენს ციტატას იმ ადამიანებზე, რომელთა რიგში საკუთარი თავის ამოცნობა კატეგორიულად აღარ გინდათ, მთლიანად მოვიყვან: „ასეთი სამარცხვინოები არიან. უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე – ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად“. ამ ციტატით 41-ნომრიანი სარჩულის მიკერებას ამაოდ ნუ ცდილობთ. ამ ციტატას თქვენი პირიდან ვარგისიანობის ვადა დიდი ხანია გაუვიდა. ბოროტების არეალიდან სიკეთის მხარეზე გადასვლას არა მოყვასის განკითხვა, არამედ პერსონალური მონანიება და საკუთარი შეცდომების ჩამონათვალი უძღვის წინ, რისი შნო სხვის „ღირსების აყრაზე“ მოლაპარაკე ცოლ-ქმარს ასევე არ გაგაჩნიათ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“ტაბულას” დამფუძნებელი  ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკა მელია ფიგურირებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  “