1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი”- ვახტანგ გომელაური
“არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი”- ვახტანგ გომელაური

“არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი”- ვახტანგ გომელაური

142
0

ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა სამინისტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა   პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა საერთაშორისო  პარტნიორებს  მხარდაჭერისა და თანადგომისთვის  მადლობა გადაუხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

უწყების ინსტიტუციური გაძლიერების,  ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ  საერთაშორისო პარტნიორებთან.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა სამინისტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება. ჩვენ მათთან მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, პირადად ჩემი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და ღირსეული პარტნიორობისთვის”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.