1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ არის გამორიცხული შუა ევროპაში ახალი სუპერ-ავღანეთი მივიღოთ” – დავით ზარდიაშვილი
“არ არის გამორიცხული შუა ევროპაში ახალი სუპერ-ავღანეთი მივიღოთ” – დავით ზარდიაშვილი

“არ არის გამორიცხული შუა ევროპაში ახალი სუპერ-ავღანეთი მივიღოთ” – დავით ზარდიაშვილი

967
0

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის გახმაურებული განცხადების შემდეგ, საქართველოსთან ერთად მოხსენიებული დანარჩენი ქვეყნების პოზიციით ინტერესდება ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ზარდიაშვილს მაგალითად უსამა ბინ ლადენის შემთხვევა მოჰყავს და ამბობს, რომ არა არის გამორიცხული, გამარჯვების შემდეგ, უკრაინა, ევროპული და არა მხოლოდ ევროპული,უსაფრთხოების მთავარი პრობლემა გახდეს.

„იქნებ, საქართველოში “ხალხის ძალის” მსგავსად, სხვაგანაც გამოჩნდეს ღვთისნიერი ვინმე, ვინც მოქმედ დასავლელ პოლიტიკოსებს დაუსვამს კითხვას, რას ფიქრობენ არესტოვიჩის უტიფარ მუქარაზე, რომ უკრაინა “ძალის პროეცირებას” მოახდენს მოლდოვასა, საქართველოში, სომხეთში და უარესიც: საერთოდ ყველგან, სადაც კი საჭიროდ მიიჩნევს? რას იტყვით, ეგება და “ძალის პროეცირება” მოინდომოს მაგ. ბერლინში, პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და ა.შ. მერე?!

არავის ეგონოს, რომ ეს საკითხის გაზვიადებაა ანდა ახირებულობა. უსამა ბინ ლადენი თავის დროზე სამართლიანი საქმისათვის იბრძოდა ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მაშინაც გაზვიადებად და ახირებულობად მიიჩნეოდა კითხვა, მეტიც – არც არავის დაუსვამს ეს კითხვა : ვინ და როგორ შეაკავებდა მას, თუკი იგი გამარჯვებით ფრთაშესხმული თავისი “ძალის პროეცირებას” უკვე სხვაგანაც შეეცდებოდა?! კითხვა სერიოზულია: უკრაინა თუკი გაიმარჯვებს, მას ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი სამხედრო ძალა, რომლის კონტროლი შეიძლება ევროპული და არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოების მთავარი პრობლემა გახდეს;

უკრაინა დღევანდელი პროქსი-სახელმწიფოდან ომის ძლევამოსილად დასრულების შემდეგ გადაიქცევა უკიდურესად მილიტარიზებულ პოლიტიკურ ერთეულად, რომელსაც გააჩნია ჭარბი სამხედრო ძალა და ამავდროულად, დანგრეული არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ინფრასტრუქტურა. თუკი იგი ჭარბი სამხედრო ძალისგან არ გათავისუფლდა, ე.ი. მისი სასწრაფოდ დემილიტარიზება არ მოხდა, იგი ამ ჭარბი ძალის პროეცირებას მართლაც დაიწყებს, თუნდაც ინფრასტრუქტურის აღდგენის ნაცვლად, რისი დიდი საშიშროებაც არსებობს. დღევანდელი ხეპრე და რეგვენი ხელისუფლების შემხედვარე, არ არის გამორიცხული შუა ევროპაში ახალი სუპერ-ავღანეთი მივიღოთ.

დიახ, რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს უკრაინის დემილიტარიზება. მაგრამ შეძლებენ ამას ისინი, ვინც მისი მილიტარიზება განახორციელა?! ჰოდა, რას ელოდებით, დროზე შეეკითხეთ. მაინცადამაინც ისევ ქართველების იმედადა ხართ?!“- წერს დავით ზარდიაშვილი.

 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში საქართველოს შესახებ ისაუბრა. “თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ ყველაფერი იყიდება, ეს ყველაფერი აგიჟებს საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს, რომლებიც სიმწრით თმებს იგლეჯენ. ამდენად, ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში,“- განაცხადა არესტოვიჩმა.