1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ-პრემიერი
აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ-პრემიერი

აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ-პრემიერი

162
0

ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ, რაც ყველამ  ძალიან კარგად იცის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ გამორიცხავს, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ პარტიებისგან გამიჯნული პირებიც.

„ორგანიზებას რაც შეეხება, ეს აქციები არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ. აქედან, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.