აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე – ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას-ნიკა გვარამია
185
0
აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სპეცრაზმისგან განსხვავებით, ისინი ძალის გამოყენების გარეშე გაათავისუფლებენ ქვეყანას.
„ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას. ეს საქართველოა, ეს ევროპაა, ეს არ არის რუსეთი. სანამდე უნდა აწვებოდნენ თავისუფლების მოყვარე ხალხს? ეს ხომ არ დამთავრდება არასდროს, არ დამთავრებული ათასწლეულებია და არ დამთავრდება არც ახლა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.