1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2 -ალექსეი გონჩარენკო საქართველოზე
ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2 -ალექსეი გონჩარენკო საქართველოზე

ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2 -ალექსეი გონჩარენკო საქართველოზე

263
0

უკრაინული რადის ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას ის სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გონჩარენკო  საქართველოში მოვლენების განვითარების საკუთარ პროგნოზსაც ასაჯაროებს.

„ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის: რა იქნება შემდეგ? „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს. ამას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ფაქტობრივად „კრემლი“ გახლავთ, დაძლევს და უკვე ამ შემოდგომაზე ექნებათ არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები მხოლოდ ფორმალობაა და ამიტომაც არის შესაძლებელი რევოლუცია იქ უკვე შემოდგომაზე და ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2“, – წერს გონჩარენკო.