1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ამომრჩეველთა სიგნალი რეჯეფ ერდოღანის პარტიას”- რას წერს თურქული პრესა
“ამომრჩეველთა სიგნალი რეჯეფ ერდოღანის პარტიას”- რას წერს თურქული პრესა

“ამომრჩეველთა სიგნალი რეჯეფ ერდოღანის პარტიას”- რას წერს თურქული პრესა

167
0

თურქული გაზეთი „იენი საფაკი“ (Yeni Şafak) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამომრჩეველთა სიგნალი რეჯეფ ერდოღანის პარტიას“ (ავტორი – ნურბან არასი), რომელშიც კომენტარია გაკეთებული 31 მარტს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით – რატომ განიცადა მარცხი მმართველმა პარტიამ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თურქეთში 31 მარტს მუნიციპალური (ადგილობრივი ხელისუფლების) არჩევნები ჩატარდა, 44 პარტიის მონაწილეობით, საარჩევნო ურნებთან მივიდა 61 მილიონ 441 ათასი ამომრჩეველი (80%), რაც 2019 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით ნაკლებია (84%). ხმების უმრავლესობა მიიღო ოპოზიციურმა სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ, ხოლო მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა.

რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არჩევნებში 2002 წლიდან მონაწილეობს, პირველად ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. თურქეთის პოლიტიკური რუკა შეიცვალა. მმართველი პარტიის მარცხი მუნიციპალურ არჩევნებში იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა ნეგატიური სიგნალი მისცა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს და პარლამენტს.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, არჩევნების შედეგებზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორებმა მოახდინეს, მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს კი ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. ექსპერტები ასახელებენ სამ ძირითად მიზეზს.

პირველი – პენსიის “დაკლებული” მომატება

მიმდინარე წლის დასაწყისში პენსიონერებს პენსია 39%-იანი დანამატით გაეზარდათ, რის შემდეგაც განხორციელდა სახელმწიფო მოსამსახურეთა ხელფასების ინდექსაციაც. მაგრამ მაღალი ინფლაციის პირობებში პენსიონერთა და მოსამსახურეთა დანამატი ძალზე დაბალი აღმოჩნდა. მთავრობამ 2024 წელი „პენსიონერთა წლად“ გამოაცხადა და ხანდაზმულ მოქალაქეებს საზეიმო დღეებში დამატებითი „პრემიები“ გადასცა 3-3 ათასი თურქული ლირის რაოდენობით, ასევე გაზარდა დაბალპროცენტიანი საბანკო სეხების მოცულობა, თუმცა ამ ნაბიჯებმა პენსიონერები არ დააკმაყოფილა.

მეორე – მიწისძვრის შედეგების გავლენა

არჩევნების შედეგებზე იმოქმედა აგრეთვე 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარმა კატასტროფულმა მიწისძვრამაც. შედარება: 2019 წლის 31 მარტის მუნიციპალურ არჩევნებში მმართველმა პარტიამ იმ რეგიონში, სადაც სამი წლის შემდეგ მიწისძვრა მოხდა, 11 დან 8 პროვიციაში გაიმარჯვა, 2024 წლის 31მარტის არჩევნებში კი 11-დან 6 პროვინციაში. სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოხატა ხელისუფლების მიმართ.

მესამე – დავა კანდიდატების შერჩევის გამო

ზოგიერთ რეგიონში მმართველმა პარტიამ კანდიდატებად ის ადამიანები კი არ წარადგინა მერების პოსტების დასაკავებლად, ვინც გამოკითხვებით ლიდერობდა, არამედ ცენტრმა „ზემოდან“ დაასახელა. ამ ნაბიჯმა ადგილებზე საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევნების წინ ამ საკითხის წინ საკმაოდ მწვავე დავა იყო ბურსაში, შანლიურფაში, დენიზლში, ბორდურში, კასტამონუში და სხვა ქალაქებში.

მუნიციპალურ საბჭოებში სიტუაცია უცვლელია

მართალია, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებში დეპუტატთა რაოდენობით მმართველმა პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მუნიციპალურ საბჭოებში უმრავლესობა მაინც რეჯეფ ერდოღანის პარტიას ეკუთვნის.

წყარო: