1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ალექსანდრე ბალაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალექსანდრე ბალაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალექსანდრე ბალაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

97
0

გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მოკრივე ალექსანდრე ბალაძემ ფინალი მონტენეგროელ მატია როგანივიჩთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრამდე გერმანელი ლუის კობერი და აზერბაიჯანელი ისმაილ ვალიევი, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ვარენ ჩოფო დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ქართველმა მოკრივეებმა ხუთი მედლით დაასრულეს. შალვა ბერიძემ (48 კგ), ზაზა მდინარაძემ (52 კგ), რატი ხარბედიამ (46 კგ) და ჰასან აკპინარმა (+80 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.