ალეკ ბოლდუინს ბრალი ისევ წაუყენეს
469
0
ჰოლივუდის მსახიობს, ალეკ ბოლდუინს, ბრალი ისევ წაუყენეს. საქმე ეხება 2021 წელს, გადასაღებ მოედანზე იარაღიდან გასროლის ფაქტს, რომლის შედეგადაც ოპერატორი დაიღუპა. მსახიობი ამჯერად ორი მუხლითაა ბრალდებული: “ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით გამოყენება” და “გულგრილი ქმედება”.
კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ბრალდებები მეოთხე კატეგორიის მძიმე დანაშაულს განეკუთვნება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოლდუინს 18 თვით დაპატიმრება ემუქრება.