ალან ბერსე – საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება. შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება, რომ გვქონდეს მაქსიმალური შესაძლო შედეგი, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ განაცხადა.
საქართველოსთან დაკავშირებით ალან ბერსეს კითხვით მიმართ ესტონელმა პარლამენტარმა, ერიკ ლინს კროსმა და აღნიშნა: „ჩემი შეკთხვა საქართველოს ეხება, ჩვენ წევრს, მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია, შეხვედრებს არ ესწრება. საქართველო არ აკმაყოფილებს ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის და სასამართლოს მთელ რიგ მოთხოვნებს, რომ სხვა კანონებთან ერთად, უკან გაიწვიოს „უცხური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი”, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის” კანონი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი. ევროსაბჭომ, სულ მცირე, ორჯერ მოგიწოდათ, აგემოქმედებინათ 52-ე მუხლი საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გააკეთეთ. ჩემი შეკითხვაა: საქართველომ კიდევ რა უნდა გააკეთოს და რა უნდა გააკეთოს ევროსაბჭომ, რომ აამომქედოთ 52-ე მუხლი”.
როგორც ალან ბერსემ კიტხვის საპასუხოდ აღნიშნა, „ჩვენ უნდა გვქონდეს ბალანსი, რომ ამოცანა იყოს რაიმე მოძრაობა და არა იმის თქმა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგით. სწორ ნაბიჯს კარგი შედეგი უნდა მოსდევდეს. ჩვენ შეფასების პროცესში ვართ”.
„მე ასამბლეის მუშაობას საქართველოს შესახებ ძალიან სერიოზულად ვეკიდები. მათ შორის არის წინა რეზოლუციები და ამ კვირაში განხილული ანგარიში. საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელიადა და ნათლად უნდა იყოს განხილული. სამოქალაქო სივრცის შემცირება, ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, დაკავებები, თქვენ მიერ ნახსენები შემზღუდავი რეგულაციები და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა პოლიციის სისასტიკეზე სრულად მიუღებელია. მე გუშინ შევხვდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მათი შეშფოთებები ადასტურებს ვითარების სერიოზულობას. თქვენ ახსენეთ 52-ე მუხლი და ეს არის გენერალური მდივნის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მაგრამ ვსვამ კიტხვას, რომელზეც ასევე მჭირდება პასუხი, რა იქნება ყველაზე დიდი შედეგი. შეკითხვა არ ეხება სუფთა სინდისს, ჩემთვის მარტივი იქნება რომელიმე ინსტუმენტის გამოყენება, რომ არ გავითვალსწინო შესაძლო შედეგი.
როგორც იცით, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის. მე ჩართული ვარ ყველა დონეზე. დიალოგი ჩემთვის თვითმიზანი არ შეიძლება, იყოს. შეკითხვა არის როდის, როგორ, როგორი შედეგით და არა მხოლოდ როდის და როგორ. შედეგი არის დისკუსიის მნიშვნელოვანი ელემენტი. ეს ხელშესახები პროგრესისკენ უნდა იყოს მიმართული. ეს არის ერთადერთი გზა პროგრესის მისაღწევად. ეს უნდა იყოს ამოცანა. ეს ნათლად ვუთხარი პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ერევანში 4 მაისს. მე ასევე მივმართე ჩემს სამდივნოს, იმუშოს კონკრეტული გზისკენ თქვენ მიერ ნახსენებ სიტაუციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ალან ბერსემ.