ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ
ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
როგორც ფრაქციია წევრების განცხადებაშია აღნიშნული, ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა მოძრაობიდან.
„ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნების ჩატარებას.
ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან.
ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი: შირვან შირინიანი, არმენ ჰუნანიანი, მელიქ რაისიანი, ანდრანიკ მამულიანი, ვართან ჩოკანდარიანი, არტურ მკოიანი, არმენ ჰაკობიანი, მიშა ჰაკობიანი.