1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,ადამიანები, რომლებიც არიან ეროვნებით ქართველები, პირდაპირ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას. ერთგვარი დასმენა ვიხილეთ ამერიკის კონგრესში”- პრემიერი
,,ადამიანები, რომლებიც არიან ეროვნებით ქართველები, პირდაპირ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას. ერთგვარი დასმენა ვიხილეთ ამერიკის კონგრესში”- პრემიერი

,,ადამიანები, რომლებიც არიან ეროვნებით ქართველები, პირდაპირ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას. ერთგვარი დასმენა ვიხილეთ ამერიკის კონგრესში”- პრემიერი

440
0

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმეების გამოსვლა. პრემიერ-მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია.

„ადამიანები, რომლებიც არიან ეროვნებით ქართველები, პირდაპირ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას. ერთგვარი დასმენა ვიხილეთ ამერიკის კონგრესში, თან ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ყველაფერთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ცდილობ, რომ დააზიანო საკუთარი ქვეყნის ინტერესები, თან ცრუ ინფორმაციის გავრცელებით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო და ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მძიმე შეფასებას დაიმსახურებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული.