1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას” – ანდრეი კასიანოვი
“საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას” – ანდრეი კასიანოვი

“საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას” – ანდრეი კასიანოვი

233
0

საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას – ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და რუსების მასიურად შემოდინების გამო.

დიპლომატმა ამის შესახებ “ევროპეისკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“კომუნიკაციის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის შემთხვევაში“, – განაცხადა კასიანოვმა.

“მაგრამ მე ხაზს ვუსვამ: მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად. ჩვენ ვიმუშავებთ და მივიღებთ ყველაფერს, რაც ჩვენი ძალითაა შესაძლებელი მათი დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი”, – დასძინა დიპლომატმა. 

კასიანოვმა აღნიშნა, რომ რუსების ანომალიური შემოდინების გამო, საქართველოში საფრთხე მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად საელჩო ყველანაირად შეუწყობს ხელს უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში. 

„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, – დასძინა მან. 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.