1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოდესის პორტები 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა
ოდესის პორტები 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა

ოდესის პორტები 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა

314
0

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში დიდი ოდესის პორტებმა აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთული 9 გემი გაგზავნეს. „მარცვლეულის ინიციატივის“ განხორციელების დაწყებიდან, მსოფლიომ 13 მილიონი ტონა უკრაინული საკვები მიიღო“, – აცხადებენ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

შეგახსენებთ, პროგრამა არის ჰუმანიტარული ინიციატივა, რომლის ფარგლებში უკრაინა გეგმავს კრიტიკულად საჭირო საკვები პროდუქტებით დატვირთული 60-ზე მეტი გემის გაგზავნას ეთიოპიაში, სუდანში, სამხრეთ სუდანში, სომალიში, კონგოში, კენიასა და იემენში.