1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია”- კელი დეგნანი
“დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია”- კელი დეგნანი

“დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია”- კელი დეგნანი

270
0

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას.

დეგნანის განცხადებით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია.

“დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმებით საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მიღწევები აქვს მის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ექსპერტული ორგანოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტების წარდგენის შემდგომ, საქართველო ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან შეფასებებს იღებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობაზეც.

„საქართველოს შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი ევროპული მომავლის გზაზე, არის კანდიდატის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შემუშავებული კანონმდებლობა, ასევე წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა მან მისი შესაბამისობა შეაფასოს“, – აღნიშნა ელჩმა.

დეგნანის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც დაცულ, სტაბილურ, წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობს. ელჩის თქმითვე, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, გაერთიანდებიან და უზრუნველყოფენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამუშაო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება ჩატარებული. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ქართველი ლიდერები ქართველი ხალხისთვის ამას შეძლებენ“, – დასძინა დეგნანმა.