1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მთელი ეს წლები ეკლესიაში ვიყავი და კანონში არც კი ჩამიხედავს” – ლევან კოკორაშვილი
“მთელი ეს წლები ეკლესიაში ვიყავი და კანონში არც კი ჩამიხედავს” – ლევან კოკორაშვილი

“მთელი ეს წლები ეკლესიაში ვიყავი და კანონში არც კი ჩამიხედავს” – ლევან კოკორაშვილი

567
0

“მაპატიეთ, მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში. საერთოდ, არანაირად შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, აქაურ, თქვენ მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი. მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი, – განაცხადა სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან კოკორაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე

 

„ჩემი აზრით, შემფასებელთა ჯგუფს ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონოდა და მაგალითად, ამოეღო გახმაურებული საქმეები, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია და მოგებით დამიმთავრებია. თუნდაც 2004 წელს გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მიცვალებულით გზის გადაკეტვის შემთხვევა – 83 წლის ქალი ბოსტანში მოკლეს და მისი შვილი, 25 წლის ბიჭი უკანონოდ დააპატიმრეს. შემდეგ მე გავამართლე და ის ქალი ვეღარ გავაცოცხლე. იმ ქალის მკვლელობისთვის პასუხი არავის უგია.

 

ასევე შემფასებელთა ჯგუფს შეეძლო ამოეღო ჩემი საქმე პანკისის ხეობაში ცეზარ ბორჩაშვილი მთელი ბრახა-ბრუხით რომ დააპატიმრეს და ომი მოუწყო თავად შს სამინისტრომ, შევარდნაძემ და კობა ნარჩემაშვილმა რომ აქ ვერტმფრენით ჩამოაფრინეს, დააპატიმრეს და პატიმრობის [წინასწარი პატიმრობის] 9 თვიანი ვადა მე-10 თვემდე გაუგრძელეს. გავათავისუფლე, შემდეგ გავამართლე. ეს საქმე ამოეღოთ და ა.შ. ამით ემსჯელათ თუნდაც ჩემი ცოდნის შესახებ. მაპატიეთ, მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში. საერთოდ, არანაირად შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, ცხოვრებას, აქაურ, თქვენ მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი. მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი. რაც შეეხება იმას, რომ კეთილსინდისიერების მიმართულებით ვიღაცამ დაბალი ქულით შემაფასა, კი ბატონო, არაუშავს, ეს პრობლემა არ არის, მე ვიცი რაც ვარ, კეთილსინდისიერი ვარ თუ არაკეთილსინდისიერი, მაგრამ მაგ მხრივაც თუ ინტერნეტიდან ამოიკითხა რაღაც და ამით დაასკვნა, რომ ეს ნაკლებად კეთილსინდისიერია და არ ეკუთვნის მაღალი ქულა, ეს მისი საქმე და პრობლემაა“, – განაცხადა ლევან კოკორაშვილმა