1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ პარტია დატოვა და “ხალხის ძალას”-ს შეუერთდა
ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ პარტია დატოვა და “ხალხის ძალას”-ს შეუერთდა

ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ პარტია დატოვა და “ხალხის ძალას”-ს შეუერთდა

874
0

 ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ნინო ცხვარაძემ, რომელიც ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე იყო, “ქართული ოცნება” დატოვა და  “ხალხის ძალას” შეუერთდა.

„ვტოვებ ქართულ ოცნებას, ვუერთდები ხალხის ძალას, შესაბამისად ვტოვებ ფრაქციის მოადგილის პოსტს.

გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ შემიძლია უფრო ხმამაღლა და უფრო დეტალურად ვესაუბრო მოსახლეობას იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“ – განაცხადა  ნინო ცხვარაძემ ჟურნალისტებთან.