1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე” – მიხეილ სარჯველაძე
“გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე” – მიხეილ სარჯველაძე

“გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე” – მიხეილ სარჯველაძე

460
0

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი კონკრეტული პერსონალიების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ არ იქმნება.

მისივე თქმით, ადამიანებზე კანონის მოქმედება ოლიგარქის ცნების მიხედვით გავრცელდება.

„კანონი იქმნება არა კონკრეტული პერსონალიების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ეს არის კანონი, რომელიც მათ შორის ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი და მოწონებულია. ბუნებრივია, სამუშაო ვერსიად აღებული იყო სწორედ ის ვერსია, რომელიც წარდგენილია. რაკი ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის საჭიროება არსებობს, ასეც გაგრძელდება.

როდესაც ოლიგარქობაზე გვაქვს საუბარი, მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით დასკვნის გაკეთების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. ოლიგარქის ცნებისთვის მთავარია, პირი ხელისუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდეს და კონკრეტული გავლენები ჰქონდეს ხელისუფლებასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში ეს სახეზე არ გვაქვს. პირადად მე, გამოვრიცხავ, ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე. რაც შეეხება სხვას, ნებისმიერს, ვისაც შესაძლოა, ჰქონდეს მსგავსი გავლენები, ბუნებრივია, შეიძლება, ამ კანონის რეგულირებაში მოექცეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით იმას, რომ ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე საუბრობენ, სარჯველაძის განცხადებით, კონკრეტული ევროპარლამენტარი თუ მცდარ აზრს იტყვის, ეს უდავო ჭეშმარიტებად არ უნდა იყოს მიჩნეული.

„მცდარი მოსაზრებაა. რომელიმე კონკრეტული ევროპარლამენტარი თუ მცდარ აზრს იტყვის, რადგან ევროპარლამენტარის ნათქვამია, არ ვფიქრობ, რომ უდავო ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ. არავითარი მიზეზი, საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოში ოლიგარქია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.