31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს შეიძლება თავში საინტერესო იდეა მოგივიდეთ, ან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ნაცნობობა ახლო ურთიერთობაში გადაიზარდოს, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით ძალიან პერსპექტიული იქნება.
კურო
ვარსკვლავები ახალ, საინტერესო შეხვედრებსა და ნაცნობობას გპირდებიან, თუმცა ხანგრძლივი ურთიერთობის იმედი არ უნდა გქონდეთ. თუ გსურთ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ, საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ – ის არ გიღალატებთ.
ტყუპები
შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ უსარგებლო კამათი. დღეს ყველაზე ახლობელ ადამიანებთან კი გაგიჭირდებათ ურთიერთობა. ამიტომ მოგიწევთ, მოთმინებით აუხსნათ საკუთარი მოსაზრებები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კი შეეცადეთ, კარგად გააანალიზოთ არსებული სიტუაცია.
კირჩხიბი
დღის განმავლობაში თქვენი განწყობა მუდმივად იცვლება. გირჩევთ, ამ დღეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეები რამდენიმე დღით გადადოთ ან ისეთ ადამიანს გადააბაროთ, ვინც დღეს უკეთეს ფორმაშია.
ლომი
ამ დღეს შეიძლება, ბუზი სპილოდ აქციოთ და ნებისმიერ წვრილმანზე გაღიზიანდეთ. ეცადეთ, ზედმეტად არავინ გააკრიტიკოთ, რათა უხეში ადამიანის სახელი არ დაიმსახუროთ. თუმცა შესანიშნავად გაუმკლავდებით დაწყებულ საქმეს. ასე გააგრძელეთ.
ქალწული
დღის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა საყიდლებზე სიარულისთვის, მათ შორის – მსხვილი ნივთების შესაძენად. დღის მეორეში მეტი სიფრთხილე გმართებთ, ჯობია წვრილმანებზე ფული არ დახარჯოთ.
სასწორები
ამ დღეს მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გაქვთ გადატანილი. ძალიან კარგი დროა, სახლის კეთილმოწყობაზე იზრუნოთ, დანარჩენი საქმეები კი სამომავლოდ გადადოთ. ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან ეს მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ.
მორიელი
ეს დღე სავსეა გაუგებრობებით და ამის მიზეზი თქვენივე ალოგიკური მოქმედებებია. დროს და ძალას წვრილმანებზე ხარჯავთ. ის, რასაც სხვა დღეს ყურადღებას არ მიაქცევდით, მთელ დღეს წაგართმევთ და გეგმების შეცვლას გაიძულებთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ოქროს ზოდები ვერ იპოვოთ, მაგრამ დიდი ხნის წინ გადანახული ფულის პოვნას, სავარაუდოდ, შეძლებთ. ზოგადად, ამ დღეს ფულთან დაკავშირებით სასიამოვნო სიურპრიზები გელით.
თხის რქა
თქვენთვის სურვილსა და მოვალეობას შორის ზღვარი სულ უფრო მცირდება. გსურთ, რომ თავი არაფერში შეზღუდოთ, მაგრამ გარშემო მყოფებისგან თქვენი ქმედებები მოწონებას არ დაიმსახურებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ.
მერწყული
ინტუიციის დახმარებით პერსპექტივას ადვილად გრძნობთ და შეგიძლიათ ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. თუმცა რატომღაც პროცესებში მონაწილეობა არ გსურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმატების მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ამაზე არ ზრუნავთ.
თევზები
თქვენ შეძლებთ, ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, რისი გაკეთებაც დიდი ხანია დაგეგმილი გაქვთ. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. მოსალოდნელია სასიამოვნო ამბები. ეს ყველაფერი მოგცემთ იმ ენერგიას, რომელიც წინსვლისთვის აუცილებელია.