“ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს…”- გიორგი გახარია ტელეკომპანია “იმედს” მიმართავს
742
0
ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია მის სახლთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და ტვ “იმედს” მიმართავს.
მისი თქმით, მზად არის ოლიგარქიაზე ისაუბროს, თუმცა ღია ეთერით.
“TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს.
ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა” – წერს გახარია.