1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ყოველ დღე ვიბრძვით ტერორისტებთან, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ”-ვოლოდიმირ ზელენსკი
“ყოველ დღე ვიბრძვით ტერორისტებთან, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ”-ვოლოდიმირ ზელენსკი

“ყოველ დღე ვიბრძვით ტერორისტებთან, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ”-ვოლოდიმირ ზელენსკი

393
0

არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი, – ასე ეხმაურება  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ორსული ქალი დაიღუპა.

იერიშის შედეგად, მძიმედ დაიჭრა სამი სამოქალაქო პირიც.

„ყოველ დღე ვიბრძვით ტერორისტებთან, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ქალაქებს ბომბავენ, ცხოვრებას და მომავალს უნგრევენ უკრაინელებს. არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში გუშინ ღამით განახორციელეს. ჭურვის ფრაგმენტები ქალაქში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა.