1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

0

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

„საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია განცხადებაში.