1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?”-The Jerusalem Post
“თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?”-The Jerusalem Post

“თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?”-The Jerusalem Post

0

ისრაელის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ „ჯერუზალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?“ (ავტორი – ეი-ჯეი ჯაფი, კანადელი ექსპერტი).

პუბლიკაციაში განმარტებულია, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის მთავრობას გამოიყენოს მილიონობით ახალგაზრდა ამერიკელის ვალები და როგორ შეიძლება დავალიანების ჩამოწერის შეთავაზება ირანის წინააღმდეგ ომში მათ იძულებით ჩასაბმელად.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ მხოლოდ საჰაერო დაბომბვებით ვერ მოიგება, აუცილებელი იქნება ქვეყნის ოკუპაცია ან კონტროლი, რასაც შესაძლოა 1,5 მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზაცია დასჭირდეს. ვისი გაწვევა შეიძლება აშშ-ის არმიაში? ერთ-ერთი სცენარით, იმ ახალგაზრდა ამერიკელებს ვალები უნდა ეპატიოთ, რომლებიც ირანის ოკუპაციის მიზნით განხორციელებულ საომარ ოპერაციაში მონაწილეობაზე დათანხმდებიან.

თვეების განმავლობაში მიმდინარე აშშ-ის ინტენსიურმა თავდასხმებმა ირანის სამხედრო შესაძლებლობები ვერ შეარყია და ომი ვერ დაასრულა, ხოლო სახმელეთო შეჭრას გაცილებით მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დასჭირდება, ვიდრე ამჟამად არის ხელმისაწვდომი.

დღეისათვის აშშ-ის არმიაში ჯარისკაცთა რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ირანში სახმელეთო ოპერაციას სჭირდება. ირანის 31 პროვინციული სარდლობისა და „მოზაიკური თავდაცვის დოქტრინის“ წინააღმდეგ წარმატებული სახმელეთო ოპერაციისთვის პროგნოზების თანახმად, ქვეყნის ოკუპაციისათვის 750 000-დან 1,5 მილიონამდე ამერიკელ ჯარისკაცი იქნება საჭირო, აშშ-ის ამჟამინდელი აქტიური არმია კი დაახლოებით 452 ათასია. გათვლა აშკარად არ ემთხვევა.

 

აშშ-ის ისტორიაში ტრადიციული საომარი გაწვევის ნაცვლად, ვალების ჩამოწერის პროგრამის მეშვეობით ჯარისკაცების მოზიდვა უფრო ეფექტურ გზას წარმოადგენს.

 

საშუალო ამერიკელს 18-დან 34 წლამდე აქვს 40 000 დოლარზე მეტი არაიპოთეკური ვალი, მათ შორის სტუდენტური სესხები, საკრედიტო ბარათების ნაშთები, ავტოსესხები და პერსონალური სესხები; ზოგიერთი შეფასებით, ეს თანხა 100 000 დოლარსაც აღწევს. პენტაგონს სწორედ ეს თაობა სჭირდება.

 

ფედერალურ დონეზე მართული ვალების ჩამოწერის პროგრამა, რომელიც 24 ან 36- თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ სრულად გააუქმებს სტუდენტურ სესხებს, საკრედიტო ბარათების დავალიანებებსა და სხვა კრედიტებს, ასევე გააფართოებს GI Bill-ს (ვეტერანთა დახმარების პროგრამა), უზრუნველყოფს მოხალისეების მასშტაბურ რეკრუტირებას.

 

ამერიკელების დაახლოებით 77%-ს აქვს გარკვეული სახის ვალი. ეს შეადგენს დაახლოებით 250-დან 260 მილიონამდე ადამიანს, რომლებსაც სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები აქვთ, რაც აშშ-ის შინამეურნეობების მთლიან ვალს ისტორიულ მაქსიმუმამდე – 18,8 ტრილიონ დოლარამდე ზრდის. აშშ-ში ზრდასრული ადამიანების საშუალო ვალი 63 500 დოლარის დონეზეა.

 

წყარო: