1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ – მოსკოვი კიევთან ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე არ განიხილავს
ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ – მოსკოვი კიევთან ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე არ განიხილავს

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ – მოსკოვი კიევთან ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე არ განიხილავს

0

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მათივე ცნობით, შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

„უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ჩვენ ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი საუბარი საინტერესო იყო და ის პენსიაზე გასვლის შემდეგაც ემახსოვრება.

„მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, დღეს აქ მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებოდით ამ შეხვედრას. ჩვენ ჯარედ კუშნერთან, კირილ დმიტრიევთან ერთად ვსხედვართ, შემდეგ იური უშაკოვი შემოგვიერთდა და ყველამ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვექნება პენსიაზე გასვლისას ეს შესანიშნავი ისტორიები და მოგონებები. ჩვენი საუბრები თქვენთან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება“, – განაცხადა უიტკოფმა.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, სტივ უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა აშშ-ის საზღვაო ქვეით რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააკავეს.

„გილმანის ოჯახი წარმოუდგენლად მადლიერია თქვენი დახმარებისა და მისი სამშობლოში დაბრუნებისთვის“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.