1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0

ვერძი

თქვენი მიმზიდველობა და დახვეწილობა პიკს აღწევს, რაც ამ დღეს სასიყვარულო შეხვედრისთვის იდეალურს ხდის. ასტროლოგიური პროგნოზი ახალი ურთიერთობების დასაწყებად ხელსაყრელ პერიოდს გპირდებათ. პირად და ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები. სამსახურში განსაკუთრებულ შრომისუნარიანობასა და სიმამაცეს გამოავლენთ, რაც კონკურენტების დაძლევასა და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ფინანსებთან დაკავშირებულ წვრილმანებს ყურადღებით მოეკიდეთ. თუ გრძნობთ, რომ ნერვები გღალატობთ, სიტუაციის გამწვავებას ნუ დაელოდებით — თავს დასვენების უფლება მიეცით და დასამშვიდებელი საშუალებები მიიღეთ.

კურო

წინ მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც შეიძლება რაღაც დიდისა და მნიშვნელოვანის დასაწყისად იქცეს. მზად იყავით ინიციატივის ხელში ასაღებად და ბედნიერი ურთიერთობის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ახლობელი ადამიანისგან მნიშვნელოვანი აღიარების მოსმენა მოგიწევთ. ფინანსურ ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი იწყება, რადგან მერკურის მფარველობის ქვეშ ექცევით. თუ კომუნიკაციის უნარს სწორად გამოიყენებთ ახალმა ნაცნობობამ შესაძლოა ფანტასტიკური შედეგი გამოიღოს. ამ დღეს შემოქმედებითი პოტენციალისა და დაფარული ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. „გარედან“ მოსული ფინანსური მხარდაჭერა ძალიან დროული იქნება, თუმცა კარგად დაფიქრდით — ეს თქვენს თავისუფლებას ხომ არ შეზღუდავს? მედიტაცია საუკეთესო წამალია, რომელიც შრომის ნაყოფიერებას მნიშვნელოვნად გაზრდის, ამიტომ ეცადეთ სულიერი ჰარმონიისთვის დრო გამონახოთ.

ტყუპებ

უბრალო (თუნდაც იღბლიან) შემთხვევითობაზე გადაჭარბებულ იმედებს ნუ დაამყარებთ — სასურველი შედეგის მისაღებად მოქმედება და აქტიურობაა საჭირო! უახლოეს მომავალში მარტოხელა ტყუპებს დიდი სიახლე ელით. მიზნების მისაღწევად შეიძლება საკუთარი შიშებისა და უნდობლობის გადალახვა დაგჭირდეთ — კომფორტის ზონის დატოვება ნუ შეგაშინებთ. გახსოვდეთ, რომ მატერიალური სარგებელი შელახულ რეპუტაციას ვერასდროს აანაზღაურებს, ამიტომ ფინანსური გარიგებებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. შეუძლოდ ყოფნა დროებითია, ასე რომ, ძალიან ნუ იდარდებთ ,ეცადეთ ცოტა დაისვენოთ და დამშვიდდეთ.

კირჩხიბი

ურთიერთობების გასამყარებლად გაღებული ძალისხმევა დღეს ასმაგად დაგიბრუნდებათ. ზრუნვის უბრალო გამოვლინება ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ამ დღეს ახალ ნაცნობებთან სიფრთხილე გმართებთ — შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას გაუთვალისწინებელი შედეგებით. ასტროლოგები გირჩევენ, ემოციები აკონტროლოთ — ცივი გონება თქვენი საუკეთესო მრჩეველია. წინ საინტერესო და დატვირთული დღე გელით — ახალ საქმეებსა და ამოცანებს ჩაგაბარებენ, რომლებიც ძალიან ჩაგითრევთ. ფინანსურ საკითხებში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ და „კეთილისმსურველთა“ რჩევებს ყურადღება არ მიაქციოთ — მათი დასკვნები უმეტესად მცდარია. ნაშუადღევს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იმატებს, ამიტომ როგორც საჭესთან, ისე ფეხით გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებმა საღამოს შეიძლება უსიამოვნო ცნობა მიიღონ.

ლომი

 

ძალიან ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. მშვენიერი ქალბატონის მოხიბვლასა და გრძნობების საუკეთესოდ გამოვლენას შეძლებთ. მეგობრებთან სტუმრობა თუ სხვა დაგეგმილი შეხვედრები შესაძლოა გადაიდოს, რადგან თქვენს გეგმებში მოულოდნელი გარემოება ჩაერევა. ჩანაფიქრების განხორციელებას ნუ იჩქარებთ — აქტიური ნაბიჯები კვირის შუა დღეებამდე გადადეთ. აკონტროლეთ ხარჯები — არსებობს რისკი, რომ ფული სრულიად უსარგებლოდ გაფლანგოთ. ყურადღება მიაქციეთ შინაგან მდგომარეობასა და ორგანიზმის სიგნალებს. გამონახეთ დრო მედიტაციისთვის — ეს სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ.

ქალწული

 

გსურთ გარისკოთ და გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ? მზად იყავით საკუთარი ბედნიერებისთვის საბრძოლველად! სადავო საკითხების გაჩენისას ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს თავიდან ვერ აიცილებთ. პროფესიულ საქმიანობაში ახალი იდეები გაჩნდება. ასევე გექნებათ შანსი, რომ თავი გამოიჩინოთ და საკუთარი პროფესიონალიზმი დაამტკიცოთ, თუმცა ეცადეთ კოლეგების შური არ გამოიწვიოთ. მერკურის გავლენა თქვენს ნიშანზე მინიმალურია, ამიტომ ნაჩქარევ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. გირჩევთ საღამოს ისეთი ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

სასწორი

 

ამ დღეს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მოვლენების თქვენს სასარგებლოდ შემობრუნება. ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება ეს რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. საუკეთესო დღეა ყოველდღიური საქმეების, ძვირადღირებული შენაძენებისა და გაცვლითი ოპერაციებისთვის. შესაძლოა მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღოთ — ახლობლები მატერიალური პრობლემების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. პასიური დღეა, მოსალოდნელია ენერგიის ნაკლებობა. ოფიციალური შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომ უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

მორიელი

 

პირად ცხოვრებაში სტაბილური პერიოდი იწყება, თუმცა შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი პარალელურ სამყაროებში ხართ და ვერ იკვეთებით. პლანეტების დაბალი აქტივობის ფონზე კონფლიქტების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. ნუ აარიდებთ თავს საუბარს, თუ ვინმე გულახდილობას გთხოვთ. საბუთები მოაწესრიგეთ — საქმეები, რომლებშიც ახლა ძალისხმევას ჩადებთ, მომავალში დიდ ნაყოფს გამოიღებს. ნუ უარყოფთ იდეას, რომელიც დღეს თავში მოგივათ — არაორდინალურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება სტაბილური შემოსავალი მოგიტანოთ. არახელსაყრელი დღეა ჰიპერტონიკებისთვის — ეცადეთ არ გადაიღალოთ და ნერვიულობას განსაკუთრებით თავი აარიდოთ.

მშვილდოსანი

 

ამ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება — შესაძლოა, ნატვრა აგიხდეთ ან დასახულ მიზანს მიაღწიოთ. 1 სექტემბერი საყვარელი ადამიანების კრიტიკისთვის შესაფერისი დრო არაა. შეიძლება თქვენს უწყინარ შენიშვნას ვნებათა კორიანტელი მოჰყვეს, ამიტომ ურთიერთობა შეზღუდეთ და საკუთარი საქმე აკეთეთ. კარგი დღეა ინვესტიციებისა და სესხის აღებისთვის, ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია წარმატებული იქნება. ემოციური მდგომარეობა ძირითადად სტაბილურია, გამონაკლისს მხოლოდ ის მშვილდოსნები წარმოადგენენ, რომლებიც სამსახურში ზედმეტად იტვირთებიან — რაც შეიძლება ბევრის მოსწრების სურვილმა შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ..

თხის რქა

 

ამ ნიშნის ემოციურ წარმომადგენლებს ვურჩევთ ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ — უმჯობესია რომანტიკული თავგადასავლები მომდევნო თვისთვის გადადოთ. ჰოროსკოპის თანახმად, დღეს ან ხვალ შანსი გექნებათ ძველ მეგობარს შეხვდეთ, რომელიც წლებია არ გინახავთ. დღეს შეეჯახებით დაბრკოლებას, რომელიც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლით — სწორედ ამ ამოცანის გადაჭრაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი პერსპექტივები. წარმატებულმა მგზავრობამ შეიძლება მოგება მოგიტანოთ, თუმცა ძირითადი დრო და ენერგია მაინც ოჯახსა და ახლობლებს უნდა დაუთმოთ. ერიდეთ გარემოს უარყოფით ზემოქმედებას — ხშირად გაანიავეთ ოთახი, შეიძინეთ ჰაერის გამწმენდი ან ოთახის მცენარეები გაამრავლეთ.

მერწყული

 

მათ საყურადღებოდ, ვინც ცალმხრივი გრძნობებით იტანჯება ან მეორე ნახევარს ეძებს —თქვენი დრო დადგა! იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, ადრე გაღვიძება ან მოვალეობების ნაწილის საიმედო ადამიანებისთვის გადაბარება სცადეთ. ამ დღეს მოქმედების მკაფიო გეგმა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე შეუსრულებელი დარჩება. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში გადატვირთვამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. თუ დიეტაზე ხართ ან ვარჯიშობთ, დროა პატარა შესვენება მოიწყოთ.

თევზები

 

მაღალი მოლოდინების გამო შესაძლოა ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები წარმოიშვას. ეცადეთ რეალისტები იყოთ და ერთმანეთს მხარი დაუჭიროთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ რთულ დროს ერთმანეთს მხარში ამოუდგეთ — ოჯახი თქვენი სიძლიერეა და ერთად ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ. თუ დიდი ხანია საკუთარი საქმის წამოწყებაზე ფიქრობთ, დროა ამ საკითხზე პროფესიონალებთან კონსულტაცია გაიაროთ. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ძალების მობილიზებას, ფინანსური მდგომარეობის აღდგენასა და მის საგრძნობლად გაუმჯობესებას შეძლებთ. პოზიტიურად იაზროვნეთ — ეს თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე დადებითად ასახება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.