დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და ასეთ პლატფორმაზე საქართველოს ჩართულობა მნიშვნელოვანია – თამარ ტალიაშვილი აშშ-ის მინისტერიალზე, რომელსაც მაკა ბოჭორიშვილი ესწრება
“პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურება” – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ სამიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება. მინისტერიალზე მიწვეულები არიან ამერიკის მოკავშირე ქვეყნების პირველი დიპლომატები და უსაფრთხოების მაღალჩინოსნები დასავლეთ ნახევარსფეროდან, ევროპიდან და აზიიდან.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ მინისტერიალზე დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და ასეთ პლატფორმაზე საქართველოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.
“ეს მინისტერიალი მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას. დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება დისკუსიაზე, რომელიც დაეთმობა ამ მომძლავრებული საერთაშორისო გამოწვევის, ერთი მხრივ, შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას,” – აცხადებს თამარ ტალიაშვილი.
ვაშინგტონის მინისტერიალის მთავარი მიზანია, საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერება ულტრამემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის არის საჯარო ინსტიტუტებზე თავდასხმები და პოლიტიკურ ძალადობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ვაშინგტონშია.