1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვლაქერნობა ზუგდიდში – 15 ივლისს საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში აღავლენს
ვლაქერნობა ზუგდიდში – 15 ივლისს საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში აღავლენს

ვლაქერნობა ზუგდიდში – 15 ივლისს საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში აღავლენს

0

15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფზაზეთის მიტროპოლიტი შიო III მიბრძანდება და ღვთისმსახურებას აღასრულებს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.