თენგიზ შარმანაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” მომაკვდავი ორგანიზაციაა, არაფერი უშველით, ტელევიზორი ჩართეთ, პოპკორნი დაიდეთ, უყურეთ და მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე
„ნაციონალური მოძრაობა” მომაკვდავი ორგანიზაციაა, რომელსაც ამჟამინდელი მანიპულაციები არაფერს მოუტანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარედ ერთს აირჩევენ, მეორეს თუ ორივე ერთად იქნება თანათავმჯდომარე, მაინც არაფერი უშველით და ამას მტკიცება არ სჭირდება.
„ტელევიზორი ჩართეთ, პოპკორნი დაიდეთ, უყურეთ და მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე. კისრის მოტეხისკენ მიდიან თვითონ, არავის დახმარება არ სჭირდებათ. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი გეგმა არ აქვს და მთავარი ფიგურანტები ერთმანეთს არიან გადაკიდებული. ნახეთ, რა სიტყვებით ამკობენ ერთმანეთს, რაში დებენ ბრალს ერთმანეთს. ეს უკვე საკმარისია იმის გასაგებად, რომ ესენი ვერასდროს ვერაფერს გააკეთებენ. ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვრჩენია, მაყურებლის პოზიციიდან ვუყუროთ, როგორ განვითარდება პროცესები”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.