1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ირანთან შეთანხმება მომდევნო ორ-სამ საათში გაფორმდება
დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ირანთან შეთანხმება მომდევნო ორ-სამ საათში გაფორმდება

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ირანთან შეთანხმება მომდევნო ორ-სამ საათში გაფორმდება

0

დონალდ ტრამპი ირანთან შეთანხმების დადებას უახლოეს ორ-სამ საათში ელოდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე კვლავ ვფიქრობ, რომ ირანთან შეთანხმება მომდევნო ორ-სამ საათში გაფორმდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, „აქსიოსთან“ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ბეირუთზე ისრაელის დარტყმები განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოხატა ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს მოუწოდა, არ განახორციელოს დამატებითი დარტყმები „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, რათა ირანთან შეთანხმების მიღწევის პროცესი არ შეფერხდეს.

„რატომ უნდა განეხორციელებინა ბიბის ეს თავდასხმა? ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი მას. მას არ აქვს არანაირი განსჯის უნარი. ვუთხარი ეს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ისრაელის დარტყმა რომ არა, ირანთან შეთანხმება უკვე გაფორმებული იქნებოდა.

„ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა ხელმოწერილი იქნებოდა, ამან ყველაფერი შეარყია. ხელმოწერა რამდენიმე საათით გადაიდო. ეს ახლა უნდა მომხდარიყო. ახლა კი რამდენიმე საათშია დაგეგმილი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარმა მისი ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია.

„ეს ძალიან ცუდია. ვერ დავიჯერე. ერთი საათით ადრე მოხდა, ვიდრე შეთანხმებაზე ხელი უნდა მოგვეწერა“, – აღნიშნა ტრამპმა.