ქობულეთში 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის სადენებს ამონტაჟებდა, როდესაც დენმა დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწევია.