“არ დატოვოთ თავშესაფრები, გაუფრთხილდით თავს და თქვენს ახლობლებს, ვუძლებთ და ძლიერები ვიქნებით” – ვოლოდიმირ ზელენსკი
252
0
რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმებს ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება. ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რუსეთს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანმიმართულ დახოცვაში.
“სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 229-ე დღეა, 229 დღეა ცდილობენ, დედამიწიდან გაგვაქრონ, გაანადგურონ ჩვენი ხალხი, რომელსაც სახლში, ზაპორიჟიეში ძინავთ, დახოცონ ადამიანები, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამსახურებში მიდიან.
საჰაერო განგაში არ წყდება მთელი უკრაინის მასშტაბით. გვესვრიან რაკეტებს. სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, გაუფრთხილდით თავს და თქვენს ახლობლებს. ვუძლებთ და ძლიერები ვიქნებით,” – აცხადებს უკრაინის ლიდერი.