1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები -Foreign Affairs
ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები -Foreign Affairs

ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები -Foreign Affairs

108
0

ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები, – ამის შესახებ გამოცემა Foreign Affairs-ი წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დასავლური ჯარების განლაგება უკრაინაში და ვალდებულებები იმ ზომებზე, რაც რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში უნდა მიიღონ, იქნება გეგმის სასარგებლო შემადგენელი ნაწილები. თუმცა, გრძელვადიანი შეკავების საფუძველი უნდა იყოს უკრაინის საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობები და მისი ტექნოლოგიური მიღწევები თავდაცვის სფეროში.

„კიევს სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც აერთიანებს დახმარების დიდ პაკეტებს, ინვესტიციებს, შესყიდვებს, თანამშრომლობას დაზვერვის სფეროში და კადრების მომზადების, როგორც შეიარაღებული ძალებისა და სამრეწველო ბაზის განმტკიცების უფრო ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილს. იდეალურ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ძალისხმევა, რომელიც არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება”, – ნათქვამია სტატიაში.

 „უკრაინის შემთხვევაში არც ევროპამ და არც აშშ-მა არ გამოხატეს მზადყოფნა, იომონ უკრაინის მხარეს იმ შემთხვევაში, თუ ახლა ომი დასრულდება და მოგვიანებით რუსეთი კიდევ ერთხელ ეცდება უკრაინაში შეჭრას”.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2022 წლიდან ევროპაში არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათი პოლიტიკა კონცენტრირებულია რუსეთთან პირდაპირი ომის თავიდან აცილებაზე. გაურკვევლობას კი ამძაფრებდა ტრამპის არასტაბილური ხასიათი, მისი შეხედულებები რუსეთზე და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დაძაბულობის გაღვივება.

„ტრამპმა თუნდაც ქაღალდზე რომ განაცხადოს თანხმობა აშშ-ის მხარდაჭერაზე, ცოტა რამ შეუშლის ხელს, დაარღვიოს თავისი დაპირება რუსეთის იერიშის შემთხვევაში. მას შეუძლია, ადვილად გამოაცხადოს შეთანხმება ძალადაკარგულად, გაიმეოროს თავისი ხშირად გახმოვანებული განცხადება, რომ უკრაინა პასუხისმგებელია რუსული აგრესიის პროვოცირებაზე”, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უკრაინამ და ევროპამ აშშ-ს შესთავაზეს, უხელმძღვანელოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს. ასევე, კიევი ვაშინგტონს სთხოვს, რომ აშშ-ის კონგრესის დონეზე დაამტკიცოს შეთანხმებული გარანტიები.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპის მტრული განწყობა ევროპისა და ევროპის ინტერესების მიმართ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში წარმოადგენს მისი საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ თვისებას და, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ძლიერდება.